Saturday, October 15, 2011

შეფასება

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ისტორიული წყაროს ავტორის შესახებ და კრიტიკულად აფასებს თუ რამდენად სანდოა იგი.
მოსწავლე მსჯელობს წყაროს ავტორის შესახებ მაგრამ ვერ ახერხებს მისი სანდოობის ხარისხის განსაზღვრას.
მოსწავლე სათანადოდ არგუმენტაციის გარეშე მსჯელობს წყაროს სანდოობის ხარისხს.
მოსწავლე იკვლევს იყო თუ არა ავტორი მოვლენის თვითმხილველი თუ სხვათა ინფორმაციით სარგებლობდა.მოჰყავს არგუმენტები და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებას.
ისტორიული წყაროდან ზუსტ შინაარსის გამოტანის მიზნით ადგენს ისტორიული მოვლენის მონაწილეებს, მისი განვითარების ადგილსა და დროს,გამომწვევ ფაქტორებსა და შედეგებს.
ნაწილობრივ ახერხებს მოვლენის მონაწილეებს ადგილსა და დროის დადგენას.გამომწვევ ფაქტორებსა და შედეგებზე მსჯელობას.
სრულად ადგენს მოვლენის მონაწილეებს ადგილსა და დროს,ნაწილობრივ ახერხებს მოვლენის გამომწვევ ფაქტორებსა და შედეგებზე მსჯელობას.
წყაროდან გამოაქვს სრული ინფორმაცია, მსჯელობს მოვლენის გამომწვევ ფაქტორებზე და შედეგებზე.
ადგენს ისტორიული წყაროს შექმნის მიზანს, ავტორის მოტივაციას.
ადგენს წყაროს შექმნის მიზანს მაგრამ ვერ განსაზღვრავს ავტორის მოტივაციას.
მსჯელობს წყაროს ავტორის მოტივაციის შესახებ.
მსჯელობს წყაროს შექმნის მიზანზე, ავტორის პირად პირად ურთიერთობებზე ისტორიულ პირებთან,ადარებს აღწერილ ფასეულობებსა და მენტალიტეტს.


გაკვეთილის გეგმა.

გაკვეთილის თემა
საქართველო პირველ მსოფლიო ომში
სწავლების საფეხური/კლასი
მე–3;კლასი–12
მოსწავლეთა რაოდენობა
5
საგანი;
ისტორია
გაკვეთილის მიზანი
წყაროებზე მუშაობა,მოსწავლეებშიკრიტიკული აზროვნებისა და უნარის განვითარება,პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობა,ინდივიდუალური დასკვნების გამოტანა.
შედეგი
მოსწავლე აანალიზებს წყაროებს, მსჯელობს და არგუმენტალურად გამოაქვს დასკვნები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო;/უახლესი ისტორია–ავტ;აბდალაძე.კომპიუტერი.
წინასწარი ცოდნა
ტექსტი; პროგრამა vord-ში შეუძლიათ მუშაობა.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
Aფაზა გამოწვევა–გონებრივი იერიში./5წთ. Bფაზა ცოდნის კონსტრუირება–აქტივობა1;წყაროებზე მუშაობა10წთ. აქტივობა2–წყვილებში მუშაობა12წთ.მასწავლებლის მიერ ისტორიული ინფორმაციის მიწოდება7წთ. C ფაზა–რეფლექსია აქტივობა3.შეჯამება–5წთ. შეფასება–3წთ.საშინაო დავალება–3წთ./კომპიუტერში მოიძიონ ინფორმაცია პირველი მსოფლიო ომის შესახებ და გადაუგზავნონ მასწავლებელს.